
სტრასბურგში, ევროსასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნის აქციას შეუერთდნენ ფრონტის წინა ხაზიდან სპეციალურად ჩასული ქართველი მებრძოლებიც.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. მათ მოუწოდეს საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ, რათა მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.
აქციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ არ შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა, გაატარა რეფორმები და ქვეყანა წაიყვანა სწორი მიმართულებით, დღეს იყოს პუტინის პირადი პატიმარი.
„მოვედით უკრაინიდან მე და ზურა ქაჯაია ფაქტობრივად ფრონტის ხაზიდან რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს ვთხოვთ ყველას სრულიად საქართველოს, რომ გავერთიანდეთ იმისთვის რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ევროპის ქვეყანაში სამკურნალოდ. არ შეიძლება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მთავარსარდალი ,რომელიც გამართლებული არის ჰააგის სასამართლოს მიერ, დატყვევებული ჰყავდეს პუტინის მთავრობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში გადმოყვანილი იქნეს ევროპის ქვეყანაში სამკურნალოდ, ჩვენთვის მთავარია ჰუმანიტარული საკითხი და ამ თხოვნით მივმართავთ სრულიად საქართველოს გაერთიანებისკენ.“ - განაცხადა რომეო ფარულავამ
„დღეს შევიკრიბეთ ისევ სტრასბურგში ,რომ ევროსასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართბველოს ევროპული მომავალი და მიხეილ საააკაშვილის თავისუფლება. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება ,ჩვენ გვჭირდება თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის. უკრაინიდან ჩამოვიდნენ ჩვენი მებრძოლები ,პატრიოტი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან და ერთი რამე არის ყველაზე მთავარი და ნათელი - საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, ყველამ საკუთარი საქმე და საკუთარი თავის ბატონ -პატრონი უნდა გახდეს , იმისათვის, რომ სააკაშვილი გადარჩეს. ერთი არის უპირობოდ გასაკეთებელი - გაერთიანება საზოგადოების , მოვუწოდებთ ოპოზიციის ყველა სპექტრს , ყველა ადამიანს რომ გავერთიანდეთ!“ - განაცხადა ბაჩო ბასარიამ
„საქართველოს მოქალაქეებო ყველას ასაკის მიხედვით მივმართავ , დედებო, მამებო, ძმებო, დებო, შვილები დღეს იწერება საქართველოს ისტორია, როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ღირსეულად, ასევე ჩვენც ღირსეულად უნდა ვიბრძოლოთ დღეს და შევიდეთ საქართველოს ისტორიაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის ევროპის ოჯახი კარი არ დაიხუროს, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა.“ - განაცხადა აზურაბ ქაჯაიამ
„აქ შეკრებილი ვართ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და ვიმყოფებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან. სამწუხაროდ, დღეს ხდება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები უხეშად ირღვევა. ხდება მისი მოწამვლა, ტანჯვა, ხედავთ რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა ამ ყველაფერს ახორციელებს რუსულ საბჭოთა იმპერიალისტური ხელწერით, პუტინი სწორედ იმას უკეთებს ახლა სააკაშვილს ,რაც გაუკეთა ლიტვინენკოს, სკრიპალებს და ამას ყველაფერს აკეთებს ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელქვეითების მიერ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, საშუალება მიეცეს მას, რომ გადაყვანილი იქნეს ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში, რათა გამოჯანმრთელდეს მალე.“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.
“ჩამოვედით სტრასბურგში გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ასევე ჩამოვიდნენ სპეციალურად უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის, მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე. ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია იმის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა და ამ ადამიანმა მოგვიყვანა აქამდე. ის რომ არჩევნების გზით , როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება, სახელმწიფო მართვის სადავეები გადასცა „ქართულ ოცნებას“, რაც დასავლეთმა დააფასა და მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა , ასოცირების ხელშეკრულება და ეს იყო დიდი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.” - განაცხადა გელა ხვადაგიანმა
0
0