16/11/2022
22:47
სპორტი
საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემხადება - ბაკურიანი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მომავალ წლამდე კი ქვეყანას ვალდებულება აქვს დაასრულოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინსპექტირებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია უწევს.
აშენდა 6 ახალი ტრასა. დიდველისა და კოხტა-მიტარბის არეალში კი, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი ახლა მიმდინარეობს.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში 2022 წელს დიდველისა და მიტარბის არეალში, უმოკლეს დროში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, დასკვნით ინსპექტირებაზე ბაკურიანში იმყოფებოდნენ, რათა შეეფასებინათ, როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საორგანიზაციო საკითხები. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა.
0
0