
თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალური ქსელით ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის, გია გაბრიჭიძის გარდაცვალებას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსადა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს:
"თავის ქვეყანაზე შეყვარებული კიდევ ერთი გულიანი კაცი გამოაკლდა ჩვენს რიგებს - ჟურნალისტი, მწერალი, ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
გია მაქსიმალურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმდინარე პროცესში, როგორც მოქალაქე და როგორც ექსპერტი.
გია გაბრიჭიძე ასევე დააკლდება ჩვენს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, რომლის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდა.
ვიზიარებ გიას ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების გულისტკივილს!" - წერს კალაძე.
ცნობისთვის, ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის, გია გაბრიჭიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი, გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
0
0