სიმართლე გითხრათ, თავიდან სეროზულად დავიწყე კითხვების მონიშვნა და მერე მივხვდი, რომ ჩვენ ოპონენტებს აქ, არანაირი მიზანი არ ჰქონდათ კითხვა დაესვათ და პასუხი მიეღოთ. მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი, უსამართლო შეფასება, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციის კითხვებს, რომელიც მას ინტერპელაციის წესით დაუსვეს.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, რაზეც დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, ფაქტობრივად, ყველაფერი ტყუილი იყო.
ამასთან, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო არარის ის უწყება, რომელიც ხსნის ან არ ხსნის საარჩევნო ოლქებს ან უბნებს, სამინისტრო ცესკო-ს ეხმარება არჩევნების ადმინისტრირებაში.
რაც შეეხება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პირობებში დაახლოებით, 15 ახალი საელჩო, თუ გენერალური საკონსულო გაიხსნა.
0
0