
სახაჭაპურე „რეტროს“ მზარეული, გია აგირბა „რეტროში“ გუშინ მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მეგობრებო!!!
რეტროში მომხდარ ინციდენტთან მე, “გია აგირბას”, არანაირი კავშირი არ მაქვს.
გთხოვთ. თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან.
მე ვარ მზარეული და პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რაც მე მევალება – ხაჭაპურის გამოცხობა და ხარისხი.
რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი გაირკვევა.
მე ადგილზე არ ვიმყოფებოდი, თორემ ნამდვილად არ დაუშვებდი მსგავს შემთხვევას“ – წერს ის.
ცნობისთვის, ბათუმში, რესტორან “რეტროში” თანამშრომლის ცემის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყებამ გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო.
რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეო-ჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და რესტორნიდან აგდებს.
თანამშრომლის ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.
მომხდარის გამო, აღნიშნული ობიექტის ხელმძღვანელი დაკავებულია.
0
0