
პოლონეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - პოლონური მედია წერს, რომ დის მკვლელს მეზობლებმა მაშინ შეუსწრეს, როცა ნიღბიანი მამაკაცი დანით დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა, თუმცა დამნაშავემ თვითმხილველებს გაჩუმება აიძულა და მიიმალა.
მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა, არსებული ინფორმაციით ქართველი ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა მარნეულიდან იყვნენ. მეზობლები ჰყვებიან, რომ მკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობს და რა მოხდა პოლონეთში პოლიცია დაადგენს.
ვრცელდება მკვლელობის ერთ-ერთი ვერსიაც. როგორც მარნეულში ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
დანაშაულზე აქტიურად წერს პოლონური მედია. მოკლული ჯერ საქართველოში არ ჩამოუსვენებიათ. ამ დრომდე უცნობია მოტივი, რატომ გაიმეტა ძმამ საკუთარი და სასიკვდილოდ. ის ჯერ არ დაუკავებიათ.
ქალი პოლონეთში სამუშაოდ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ წავიდა.
0
0