
Crocus City Hall-ში მყოფი ერთ-ერთი ქალი იხსენებს, რომ გადარჩენა მხოლოდ თავდამსხმელებს თავი „გარდაცვლილად მოაჩვენა“ და ასე მოახერხა გადარჩენა.
ტერაქტისას დაშავებულმა მომხდარის შესახებ ტელეგრამის "112" არხზე ისაუბრა.
ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ გადარჩენის მიზნით, იატაკზე მკვდარივით მას შემდეგ დაეცა, რაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა მის გვერდით მყოფ ადამიანებს.
„გასასვლელთან იდგნენ, დაგვინახეს. ზოგიერთი მათგანი უკან გაიქცა და ხალხისკენ დაიწყო სროლა“, - იხსენებს დაზარალებული.
დაშავებული საავადმყოფოშია და მას სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს.
მოსკოვის ოლქში, „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. არსებული მონაცემებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026