„ნიუ-იორკ პოსტის" თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა თავი აარიდონ ისეთი პრობლემური სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა", „მამა", ქალბატონებო და ბატონებო", „ვაჟიშვილი", „ქალიშვილი" „ცოლი", „ქმარი".
5 თებერვლით დათარიღებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ გენდერი სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც ადამიანს დაბადებისას მიენიჭა.
ბლინკენმა კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოუწოდა გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა ისეთი ფართოდ გავრცელებული ტერმინების გამოყენებისგან თავის შეკავება, როგორიცაა, „დედა", „მამა", „ცოლი", „ქმარი", ვაჟიშვილი", „თქვენ, ბიჭებო", „ქალბატონებო და ბატონებო" და მათ ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს „მშობელი", „მეუღლე" ან პარტნიორი", შვილი, „ხალხო"(„ადამიანებო"), „თქვენ ყველა".
ბლინკენი პერსონალს მოუწოდებს თავი აარიდონ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა „მამაცი კაცები და ქალები ფრონტის ხაზზე" და გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური „მამაცი მებრძოლები". 
რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში „ფოქს ნიუსი" წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტება გააკეთა შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ მიმართვასთან დაკავშირებით.
თუ ამ მიმართვას ისე შეხედავთ, როგორც მე, დაინახავთ, რომ მთავრობა იყენებს პრაქტიკაში დამკვიდრებულ სტანდარტს - ცდილობს შეაგულიანოს ხალხი, რათა მათ პატივი სცენ სხვებს და გამოიყენონ ისეთი ტერმინები, როგორიც ყველასთვის მისაღებია. სულ ესაა და არაფერი მეტი, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, ბლინკენის ხელმოწერა სულაც არ ნიშნავს, რომ მიმართვა უცილობლად მისგან მოდის. როცა საქმე ეხება ამ ტიპის გზავნილებს, ყველა მათგანზე არის ხელმძღვანელის ხელმოწერა. ეს მრავალი წლის მანძილზე დამკვიდრებული სტანდარტული პრაქტიკაა და არ ნიშნავს, რომ ეს მიმართვა აუცილებლად პირადად ხელმძღვანელისგანაა, - თქვა მეთიუ მილერმა.
“აიპრესი”
0
0