
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით დღეს განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშების შედეგად, დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საკუთარ “ტელეგრამში” დაწერა.
„მასობრივი სარაკეტო თავდასხმის გამო, ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის „უკრენერგოს” გადაწყვეტილებით, ენერგეტიკოსებმა დაიწყეს შუქის საგანგებო გათიშვა მთელს უკრაინაში. კერძოდ, დედაქალაქშიც.
ეს აუცილებელია ენერგოსისტემის დაბალანსებისა და აღჭურვილობაზე ავარიების ასარიდებლად.
წინასწარი ცნობით, დედაქალაქში შუქის გარეშე მომხმარებელთა, სულ მცირე, ნახევარი დარჩა”, - წერს კლიჩკო.
ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ, ადგილობრივ საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 100-მდე სარაკეტო იერიში ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.
0
0