21/12/2023
21:34
მსოფლიო
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღაში, უნივერსიტეტთან ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია.
პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის იყო. ის პრაღის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. დღეს, უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმამდე ცოტა ხნოთ ადრე, ეჭვმიტანილის მამა იპოვეს გარდაცვლილი.
შეიარაღებულმა პირმა დღეს პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, ტრაგიკული მოვლენების გამო მან დაგეგმილი უახლოესი შეხვედრები გააუქმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024