01/09/2023
23:53
მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალებისთვის, კომერციულ სტრუქტურასთან 430 მილიონი გრივნის (დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი) დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებით, საკვების მილიონობით უხარისხო ნაკრები შეიძინა.
"გენერალური პროკურორის ოფისის დაცვის სფეროს სპეციალიზებულმა პროკურორებმა სასამართლოში დაამტკიცეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ კომერციულ საზოგადოებასთან გაფორმებული, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სურსათის ნაკრების შეძენის შეთანხმების დამატებითი ხელშეკრულების უკანონობა". – ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე, გასულ დღეებში უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ქურთუკების სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. 10 აგვისტოს გამოცემა Зеркало недели წერდა, რომ თურქულმა კომპანიამ 2022 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზაფხულო ქურთუკები მიყიდა, როგორც ზამთრის ქურთუკები, რომელთა ფასი უფრო ძვირია. რეზნიკოვი მედიას მოუწოდებდა, რომ გამოძიების შედეგებს დალოდებოდნენ.
Українська правда საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ. მედიის ცნობით, ის შესაძლოა სახელმწიფო ქონების ფონდის მეთაურმა, რუსტემ უმეროვმა ჩაანაცვლოს.
0
0