23/08/2025
11:59

დიპლომატიური სკანდალი პარიზსა და რომს შორის- იტალიის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტოში დაიბარეს.
იტალიის ვიცე-პრემიერმა, მემარჯვენე მატეო სალვინიმ „ნების კოალიციის“ მიერ უკრაინაში დაგეგმილ კონტინგენტში იტალიელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობაზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავად უნდა წავიდეს იქ, ჩაფხუტი დაიხუროს და ხელში აიღოს იარაღი.
სალვინიმ მაკრონს ის გიჟი უწოდა, რომელიც ევროპას რუსეთთან ომისკენ უბიძგებს.
"იტალიელი ჯარისკაცები უკრინაში? კატეგორიულად არა. თუ მაკრონს ესეთი სურვილი აქვს, თავად გაემგზავროს იქ. დაიხურე ჩაფხუტი, აიღე შაშხანა და გაემგზავრე უკრაინაში".- განაცხადა სალვინიმ.
ფრანგულმა მხარემ მიუთითა იტალიის ელჩს, რომ მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებსა და ნდობას.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025