
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს დამატებით დროში მოუგო და ფინალში ბელგიელ კასეს ან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არბუზოვს დაუპირისპირდება.
ლუკა მაისურაძე (90 კგ) მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხების შემდეგ რეპაშაჟიც წარუმატებლად გამოვიდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
კონტინენტის პირველობაზე დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) მეოთხედფინალში სერბ მაიდოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
0
0
ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
25/04/2025