
„რუსი სამხედრო ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის „მკვლელობამ“ შესაძლოა კრემლსა და მასთან დაახლოებულ ახლო წრეში „შემდგომი ბზარები“ გამოავლინოს“, - განაცხადა ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW).
ვლადლენ ტატარსკი (ნამდვილი სახელი - მაქსიმ ფომინი) 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კაფე „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.
რუსეთ-უკრაინის ომის მომხრე საინფორმაციო სივრცეში ვლადლენ ტატარსკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ბლოგერი და „ცნობილი ფიგურა“ იყო.
„რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებმა გამოავლინეს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები ინფორმირებულნი იყვნენ "ფომინის წინააღმდეგ დიდი ხნის წინ დაგეგმილი მკვლელობის გეგმების თაობაზე. ფომინი წარსულში მსჯავრდებული იყო, რომელიც დონეცკის ოლქის ციხიდან 2014 წელს გაიქცა სწორედ მაშინ, როდესაც დონბასში რუსები შეიჭრნენ, შემდეგ კი „ვაგნერის ჯგუფს“ დაუკავშირდა,“ - განაცხადა ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW).
როგორც ამბობენ, ვლადლენ ტატარსკის სიკვდილი, სავარაუდოდ, „რუსეთის შიდა კონფლიქტების ესკალაციის უფრო თვალსაჩინო მაგალითის“ ნაწილია, რომელშიც პრიგოჟინი და „ვაგნერის ჯგუფი“ მონაწილეობენ.
“დღის პირველ ნახევარში, ფომინი სხვა შემოქმედებით ღონისძიებასაც დაესწრო, რომელმაც ინციდენტის გარეშე ჩაიარა, ასე რომ, როგორც ჩანს, მოგვიანებით, პრიგოჟინის კუთვნილ კაფეში თავდასხმა განზრახ განხორციელდა.
ფომინის მკვლელობა შესაძლოა გამიზნული ყოფილიყო, როგორც გაფრთხილება პრიგოჟინისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო ეჭვქვეშ აყენებს კრემლის პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საკითხებთან დაკავშირებით, ცალსახად გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტობით დაინტერესებას და არ უშინდება პუტინთან ან მის მემკვიდრესთან კონკურენციას.
ბლოგერზე სასიკვდილო თავდასხმა ასევე მიანიშნებს, რომ ეს მიზნად ისახავდა იმ რუსების "თვითცენზურის გაფანტვას", რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ომის მიმდინარეობას”, - აღნიშნა ომის შესწავლის ინსტიტუტმა.
0
0