
„ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერობები უნდა იყოს გადახედილი, თუ ეს ურთიერთობები აზიანებს აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას“- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა რადიო "სივრცის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ვნახეთ ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები, თურქმენეთში და ასეთ ქვეყნებთან, რომლებიც ადრე ჩევნთვის არ იყო პრიორიტეტული.“
„ნახეთ თქვენ, ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები თურქმენეთში და ასეთ ქვეყნებთან, რომლებიც ადრე ჩევნთვის არ იყო პრიორიტეტული, რადგან ჩვენ გვყავდა აშშ სტრატეგიული პარტნიორი, რომლისგაც ჩვენს მოსახლეობას უამრავი სარგებელი ჰქონდა. ასევე, ევროკავშირის ქვეყნები, თავისი ღირსეული შესაძლებლობებით და პერსპექტივებით.„- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
შეკითხვაზე: თქვენ მიიჩნევთ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობების დამყარება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ არის?
ტატა ხვედელიანმა უპასუხა:
„თუ ეს ურთიერთობები აზიანებს ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორიცაა თუნდაც აშშ-სთან ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები უნდა იყოს გადახედილი და შესაბამისად, ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი მიზნობრივი, შედეგიანი და მოსახლეობის ინტერების გათვალისწინებით განხორციელებული საგარეო და საერთაშორისო ვექტორი. ჩვენ არცერთ ქვეყანასთან არ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთობა, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და მოსახლეობის დაცვის სარგებელს მოიტანს, თუმცა თუ ერთი ურთიერთობა აზიანებს მეორე ურთიერთობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. კონკრეტულად აშშ-ს და ევროკავშირს არაღიარების პოლიტიკის მიართულებით დიდი წვლილი აქვს შეტანილი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“- განაცხადა ხვედელიანმა.
შეკითხვაზე: რით აზიანებს აშშ-თან ურთიერთობას ის ფაქტი, რომ საქართველო ამყარებს კავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, მით უფრო, როდესაც თავად აშშ თანამშრომლობს ჩინეთთან?
ტატა ხვედელიძე ამბობს, რომ აშშ თანამშრომლობს ჩინეთთან, მაგრამ აქ საუბარი არ არის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც მრავალ სხვა საკითხებსაც მოიცავს.
მისივე თქმით, ჩვენ ვხედავთ აშშ-ის ჩართულობას ჩვენს რეგიონში, რაც საქართველოს გვერდის ავლით ხორციელდება და ხელისუფლება ქვეყანას იზოლაციაში ამყოფებს.
ტატა ხვედელიძის თქმით, „ოცნება“ რასაც აკეთებს- ქვეყნის შიგნით, არის ძალადობა. ქვეყნის გარეთ კი, ცდილობს დატოვოს საერთაშორისო ფორმატები და შეაჩეროს უმნიშვნელოვანესი ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან.
„ოკუპაციის პირობებში, უალტერნატივოა გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება, რომელსაც "ოცნება" არ აკეთებს, რადგან ამ გუნდს აქვს კომპეტენციის უდიდესი სიმცირე.“- თქვა ხვედელიანმა.
1
0