
ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიციაა, რომ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები წმინდა სინოდმა და ეკლესიამ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „გარედან რაიმე შეტევების განხორციელება მიუღებელია“.
კითხვაზე, „ზოგიერთი პირის მხრიდან მეუფე შიოს რუს ეგზარქოსად მოხსენიება, ხომ არ გამოიწვევს ეკლესიის იმიჯისა და პროცესების დაზიანებას“, ტატა ხვედელიანმა უპასუხა, რომ ასეთი განცხადებები ძალიან უხერხული და უმძიმესია.
„უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა. შესაბამისად, ქრისტიანულად ჩვენ გლოვაში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ახლა ასეთი განცხადებები ძალიან უხერხული და უმძიმესია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კატეგირიულად მიუღებელია. ჩვენი პოზიციაა, რომ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. არავინ უნდა ჩაერიოს ეკლესიისა და წმინდა სინოდის საქმეში“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
0
0