
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, კანადის მთავრობის მიერ დაგეგმილი, უცხოური გავლენების სარეგისტრაციო სისტემის შექმნას გამოეხმაურა.
სალუქვაძე წერს, რომ ევროკავშირშიც შეტანილია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიიდან - IPP-დან მსგავსი ინიციატივა.
"ტაში!!! საჭიროა კომენტარები?
ევროკავშირში შეტანილია IPP-ს მიერ. სხვა ქვეყნებსაც აქვთ.
ჩვენ არ გვჭირდება, ნატოს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ.
არ ვართ გამჭვირვალობის წინააღმდეგნიო, ვინც ამბობდა, ალბათ ორშაბათს ყველაფერს გაასაჯაროვებენ." - წერს ამირან სალუქვაძე და კანადის მთავრობის გეგმების შესახებ ინფორმაციას აზიარებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა თავდაპირველად პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, თუმცა მასშტაბური პროტესტის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხი მოხსნილია.
0
0