
Tanzania Times-ის ინფორმაციით, ტანზანიაში, ოფიციალურმა პირებმა ინვაზიური სახეობის ხუთ მილიონზე მეტი ფრინველი (ქველეა) დახოცეს.
ქვეყნის ჩრდილოეთით, მანიაარას რეგიონში, ფრინველებმა ბრინჯის ნათესი 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაანადგურეს, რამაც დიდი ზარალი გამოიწვია.
ოფიციალური პირები, დრონების დახმარებით, ფრინველთა ჯგუფებს ავიციდებით ოთხი დღის განმავლობაში ხოცავდნენ.
ტანზანიის მცენარეთა დაცვისა და პესტიციდების ადმინისტრაციის განცხადებით, ინვაზიური სახეობის ფრინველებს, ყოველდღიურად, 50 ტონაზე მეტი საკვები მოსავლის განადგურება შეუძლია.
ქველეა ბეღურასებრთა რიგის ფრინველთა ოჯახს წარმოადგენს, რომელიც ხშირად ანადგურებს მარცვლოვან მცენარეებს, როგორიცაა ბრინჯი და ხორბალი.
2021 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განაცხადა, რომ ფრინველები, ყოველწლიურად, 50 მილიონი დოლარის ღირებულების მოსავალს ანადგურებენ, ძირითადად, სუბსაჰარულ აფრიკაში.
0
0