09/02/2022
10:34
სამართალი
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.
სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, დაესწრება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს დასაკითხ მოწმეთა სიაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსი - ანზორ ჩუბინიძე ჰყავთ, თუმცა, მივა თუ არა, ჩუბინიძე ჩვენების მისაცემად, ეს უცნობია. ანზორ ჩუბინიძეს დაკითხვისთვის სასამართლოდან უწყება უკვე რამდენჯერმე გაეგზავნა, თუმცა, ის სასამართლოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო, არ გამოცხადებულა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
0
0