თანხების გადინება დანიშნულების გარეშე საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც - გია ვოლსკი
03/12/2021
13:05
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სანდრა რულოვსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სანდრა რულოვსის თემის წამოწევა უადგილო და უზნეო იყო.
„პირდაპირ გადაბრალებას ვერ დავარქმევდი სანდრაზე, გამართლება ხდება - კი, ეს დააშავა, უშვებს, აღიარებს ფაქტობრივად, მაგრამ სამაგიეროდ, სიკეთეც გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ კი, ვალერი გელაშვილი დაზარალდა, მაგრამ სხვები ხომ არ დაზარალდნენ, დაახლოებით ასეთი პერიფრაზი შეიძლება მივუთითოთ. კანონის დარღვევაზე მიუთითებს, რომ სანდრა რულოვსის გამო ეს კანონი დაირღვა, რომ გამჭვირვალობა არ არსებობს და საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა თანხების გადინება დანიშნულების გარეშე და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც, მართალი გითხრათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
0
0
399
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%