20/08/2023
12:40
პოლიტიკა
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც გიორგი ვაშაძე სტიქიის ზონაში სახედრო ტექნიკისა და ტანკების შეყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ტანკებს შევიყვანდი შოვშიო, ამბობს ნაცმოძრაობის და "ტრაგედია დაღმაშენებლის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე.
არ ხუმრობს. ხომ ხედავთ როგორი ემოციებით ამტკიცებს?! .
სამშენებლო ტექნიკით დაწყებული, სამხედრო ტექნიკით გაგრძელებული, ყველაფერს შევიყვანდიო.
მართლა შეიყვანდა ტანკებს, ბეტონის ამრევებს, ქვემეხებს, ამწე კრანებს...
შვეულმფრენს და თვითმფრინავს ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან. თვითმფრინავები გვაჩუქა ამერიკამო. ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია.
საინტერესოა, ტანკებს რომ შეიყვანდა, ჯარს რა დავალებას მისცემდა?!
უტიფრად აცხადებს, არ ჩავედი, რათა ხელი არ შეგვეშალაო. კუროეტებზე ვინც იყავით, მაგიტომ გააგრძელეთ დასვენება?
არც წამყვანს უჩნდება შეკითხვები, ტანკებთან დაკავშირებით, არც სიცრუეებზე, დაიძინეს, ხალხი მიატოვესო.
მორალი სხვა თემაა. კვალიფილაციაზე და არასერიოზულობაზე მაქვს საუბარი. 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ტანკებით რა უნდა ექნა, შლამში შეიყვანდა?“ - წერს ამიან სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
0
0