20/10/2021
13:01
პოლიტიკა
სააკაშვილი საკვების მიღებაზე კვლავ უარს აცხადებს, მაგრამ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საღი აზროვნება, თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.
„ჩემი პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით არის შემდეგი:
ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან თავის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე მოვუწოდე სხვებს, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ვიშიმშილებ მხოლოდ მე, ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო, პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.
სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა დიდი ხნით შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც საშუალებას მომცემს მიმდინარე მოვლენებში თუნდაც შეზღუდულად მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება გამოვადგე საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღნიშნულია მიმართვაში.
ადვოკატის განმარტებით, ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან საუბარი მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს ექნება.
0
0