თამთა მიქელაძე ოპოზიციას: ძალიან მძიმე კრიზისში ვართ შესული
A-
+A

"ძალიან მძიმე კრიზისში ვართ შესული. ამ კრიზისიდან გამოსვლის მკაფიო ხედვა და ძალა არავის აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, არც საკუთარი სტრატეგიისა და ხედვის ექსკლუზიურობის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ვინმეს. სწორედ ასეთ ვითარებაში ერთმანეთის მოსმენა და განსხვავებული პოზიციების სერიოზულად აღქმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება."- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
"ამავდროულად, ამ კრიზისიდან ისეთი გამოსავლის პოვნას, რომელიც საზოგადოების ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ვერ შეძლებენ კოორდინაციის, დიალოგისა და შეთანხმებების გარეშე.
კარგი იქნება, თუ გამოსავლებზე ფიქრის ამ პროცესში ერთმანეთს მოღალატეებად არ გამოვაცხადებთ, არ დავაშანტაჟებთ და განსხვავებულ აზრს ავტომატურად ქვეყნის ინტერესების ღალატთან არ გავაიგივებთ.
ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო მძიმე კონფლიქტებამდე, საზოგადოებაში კი პოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო დიდ აპათიამდე. კამათი და უთანხმოება ბუნებრივიც არის და აუცილებელიც. მაგრამ იქნებ 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი „მოღალატის“, „გაყიდულის“, „რუსეთუმის,“ "ჩაბარებულის" და „აგენტის“ იარლიყების გარეშე შევძლოთ მსჯელობა?!"- წერს მიქელაძე.
0
1
60
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%