
ბიძინა ივანიშვილის საქმეში გამოხატული ეროვნული განწყობა რა თქმა უნდა დანიგანმა ვერ გაიგო და თავისი შინაარსით გადათარგმნა.
მან მიიჩნია, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და მან ეს ერთ ერთ ინტერვიუში ახლაც გაიმეორა, - ასე აფასებს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი აშშ-ის ყოფილი ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს "რადიო თავისუფლებასთან", რომელშიც მან აღნიშნა: "შემიძლია ვივარაუდო, რომ ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს."
მეგრელიშვილის განცხადებით, ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს და ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ვერ პატიობს, ხოლო, თუ მისი გზავნილის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, მეგრელიშვილი დანიგანს ახალი თარჯიმნის დაქირავებას ურჩევს.
"ალბათ ყველას გახსოვთ რობინ დანიგანის განაცხადება სადაც ის აღნიშნავდა, რომ მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და მან ამ შეხვედრაზე უარი მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შეხვედრაზე უარი დასაბუთებული იყო.
კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა, მას განუცხადა, რომ ის სანქცირებულია შესაბამისად შეხვედრა სრულიად კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რამეთუ შესაძლოა წარმოქმნილიყო განცდა რომ ის რაიმე ნაბიჯს გადადგმდა საკუთარი, პირადი საკითხის გამო.
სწორედ ამის გამოსარიცხად საპატიო თავმჯდომარემ მაშინ საქართველოს ინტერესებით იმოქმედა და მისი ამ ნაბიჯით დაადასტურა რომ მისთვის, ისევე როგორც გუნდისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას და სანქციების პირობებში შეხვედრა არ იქნებოდა სწორი და მართებული.
ბიძინა ივანიშვილის საქმეში გამოხატული ეროვნული განწყობა რა თქმა უნდა დანიგანმა ვერ გაიგო და თავისი შინაარსით გადათარგმნა.
მან მიიჩნია, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და მან ეს ერთ ერთ ინტერვიუში ახლაც გაიმეორა.
აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. იქნებ დაფიქრდეს და თუ ასეა უმჯობესი იქნება, მან ახალი თარჯიმანი დაიქირავოს." - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
0
0