20/11/2021
14:48
საზოგადოება
ის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც, მისი შეფასებით, საზოგადოება ომბუდსმენს არ ენდობა.
„მიზეზი პირველი - მას, როგორც სახალხო დამცველს, არ გააჩნია საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაცია და არ არის თანამშრომლობისთვის ღია;
მიზეზი მეორე - მას, როგორც სახალხო დამცველს, აკლია პროფესიონალიზმი;
მიზეზი მესამე - მას, როგორც სახალხო დამცველს, აკლია გულისხმიერება, აკლია რიგითი ადამიანების პრობლემებისა და გამოწვევებისადმი თანაზიარობა, ის არ აღძრავს ხალხში ნდობასა და კეთილგანწყობას;
მიზეზი მეოთხე - ის სამუშაო პროცესში არ იცავს თანასწორობის პრინციპს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებზე საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს;
არის მკვეთრად პოლიტიზირებული და მეტსახელად „პარტიულ დამცველს უწოდებენ“.
ახლახანს, მარიამ გეგუჩაძის დაორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდა, რომლის მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის მდგომარეობის შესწავლა და სადმე შორს გადაყვანაა.
სახალხო დამცველი საკუთარ პროფესიაში მოკლებულია ასე ცალსახად პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ადამიანების, პოლიტიკოსების გარჩევასა და მათ დამცირებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
ქართულ რეალობაში კი, სახალხო დამცველი ამ ყველაფრის პირველი „დამლაიქებელ“ წამქეზებელი აღმოჩნდა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
0
0