06/11/2021
13:30
საზოგადოება
„ნუ აჰყვებით დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალის კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებით! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მე-12 პენტინეტციურ დაწესებულებასთან, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად, იგეგმება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია, სახელმწიფო შენობების კერძოდ, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირება და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვა. ამ პროცესში, იგეგმება ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვაც. „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი მოქმედებების მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რაც კანონით ისჯება! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სუსის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.
0
0