25/11/2021
12:55
საზოგადოება
როგორც მეგრელიშვილი წერს, კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს და მიეკუთვნება „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს.
„საქართველოს გარდა ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციის სტატუსით არის კლასიფიცირებული. წარმოდგენილი ინდექსები და საუკეთესო მაჩვენებლები გადამწყვეტი ფაქტორი იყო დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მისაწვევად. დიახ, საქართველო მიიწვიეს და მას წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი. ამით წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანაა“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
საქართველომ ჯო ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე მიიღო მოწვევა, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის სახელით სამიტში მონაწილეობას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
0
0