
საქართველოს როგორც რეგიონში მშვიდობის კუნძულს, დიდი პოტენციალი აქვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აცხადებს, რომ ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს.
„ინვესტიციების მიმართულებით ის მიმზიდველი ქვეყანაა რადგან თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორში გააჩნია.
ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ახალი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს და “ქართული ოცნების” მშვიდობიანი პოლიტიკის ფონზე აქ არსებულ სტაბილურობას კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელს ხდის.
სინგაპურში მდებარე ჩანგის აეროპორტი (Changi Airport) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ სატრანსპორტო ჰაბად ითვლება.
მისი მმართველი კომპანია (Changi Airports International) კი ცნობილია უმაღლესი სტანდარტების, ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და მგზავრთა მომსახურების კუთხით.
ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მზაობა მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში - ქართული სახელმწიფოსთვის არის სიტყვა დიახ, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ სანდოობაზე.
ვაზიანის აეროპორტის ახალი პროექტი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული შესაძლებლობაა და ასეთ პროექტში ამ დონის ინვესტორების ჩართვის მზაობა ღია განაცხადია ქვეყნის მიმართ მაღალ სანდოობასა და დროში მისი სწრაფი განვითარების რეალურ შესაძლებლობებზე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
0
0