18/10/2021
12:37
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუჩური პოლიტიკის სახე, მკვლელი და მწამებელი ჟორიკა რურუა პატრიარქის თანამოსაყდრეს სახარების მისეულ გააზრებას სთავაზობს. „მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა... ეს ნიშნავს - მოგვიტევეთ და მოგეტევებათო. დამეთანხმებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან პოლიტიკას ვერც საღვთო წერილი გაამართლებს და ვერც სახარების „ჟორიკასეული“ აღქმა. საზოგადოებამაც კარგად იცის ვისი მორალით იცხოვროს, პატრიარქის თუ ჟორიკა რურუასი.
მწარე ღიმილის მომგვრელია, როცა მკვლელი სახარების არასწორ გააზრებაში გადანაშაულებს, საკუთარ მორალურ ღირებულებებს გთავაზობს და ღამღამობით საკუთარ ცოდვილ აჩრდილს ებრძვის! ერთადერთ სწორ რამეს კი ამბობ ისე ჟორიკავ, „ღმერთს შევევედროთ, რომ მოგვიტევოსო“... ევედრე, ევედრე, უფალთან სავედრებელი მართლაც ბევრი გაქვს“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
0
0