12/11/2021
19:46
საზოგადოება
მეგრელიშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდი, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ სიტყვას - საქართველოში უკანონოდ შემოპარული, მსჯავრდებული სააკაშვილიც დაიჭირა და უკრაინის პრეზიდენტ - ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც ყველაფერი დაალაგა.
„როგორც უკვე არსებული პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის „წივილ-კივილზე“ და აჟიოტაჟზე ორიენტირებული აქციები მალე და უშედეგოდ დასრულდება. ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდი, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ სიტყვას - საქართველოში უკანონოდ შემოპარული, მსჯავრდებული სააკაშვილიც დაიჭირა და უკრაინის პრეზიდენტ - ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც ყველაფერი დაალაგა. ახლა ღარიბაშვილს ერთი და ალბათ მთავარი პირობა დარჩა შესასრულებელი - ვნახოთ როგორ შედეგებს მოუტანს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განვითარების 3 წელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს. დანარჩენზე აბა რა გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მელია-ხაბეიშვილის 300 კაციანი აქციები, დასავლელი ლობისტების და 3-4 მიკერძოებული დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება სათვალავშიც არაა ჩასაგდები...“- წერს მეგრელიშვილი Facebook- ზე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024