
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩ მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში. ამის შესახებ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩ მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე. ღონისძიებას თამარ ტალიაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ: აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდის ელჩების მასპინძლობით.
აღსანიშნავია, რომ ელჩი მონიკა ქრაული არის არა მხოლოდ წარმატებული და აღიარებული სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ასევე გამორჩეული და ცნობილი ავტორია. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო მას ავტოგრაფისა და გულითადი ჩანაწერის დატოვებისთვის მის გამოცემულ წიგნში“, – წერს ტალიაშვილი.
0
0