
4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხის ნებას ვერაფერი შეაჩერებს, შემდეგ კი, ახალი საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით, საბოლოოდ დავუბრუნდეთ ჩვენი ქვეყნის ნამდვილ ევროპულ გზას, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი, თამარ კეკენაძემ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კეკენაძე წერს, ევროპული მომავლისთვის „ბრძოლის შემდეგი ეტაპი მუნიციპალურ არჩევნებზე გადის“.
„მოლდოვის მოქალაქეებმა ხმა მისცეს ევროპას! გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა: ვერც ზეწოლა, ვერც დეზინფორმაცია და ვერც პრორუსული ძალები ვერ აჩერებენ ხალხის ნებას. მოლდოვამ აირჩია ევროპული მომავალი. საქართველო იყო ამ პროცესის ლიდერი, სწორედ ჩვენი ბრძოლით დაიწყო რეგიონში ევროპული არჩევანის გაძლიერება, მაგრამ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ეს გზა შეაჩერა. თუ გვინდა, სწრაფად დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, ბრძოლის შემდეგი ეტაპი მუნიციპალურ არჩევნებზე გადის. ამიტომ, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხის ნებას ვერაფერი შეაჩერებს, შემდეგ კი, ახალი საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით, საბოლოოდ დავუბრუნდეთ ჩვენი ქვეყნის ნამდვილ ევროპულ გზას“, – წერს თამარ კეკენაძე.
0
0