
საფრთხეა, რომ საყოველთაო, უნივერსალური ხმის უფლება გააუქმონ, რადგან არაინფორმირებული საზოგადოება საქართველოშიც გვყავს, მაგალითად კვლევა რომ გაკეთდა 2013 წელს, 6% არსებობდა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპოზიცია ეგონა, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი არის ხმის უფლების უნივერსალურობაზე შეხება.
„არაფერი აღმაშფოთებელი ამაში არ არის, რადგან ეს ავტოკრატიული რეჟიმია და გადალახული აქვს ის ზღვარი, რითაც რამით გაგვაკვირვებს. უბრალოდ გაიფორმეს რეალურად ის იმიჯი, რაც არიან და კიდევ ერთი საბუთი გვაქვს ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით სადემონსტრაციოდ, რომ რეჟიმმა გააუქმა ხმის უნივერსალური უფლება“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.
0
0