
„ლელო“ აქამდეც შესული იქნებოდა პარლამენტში, უბრალოდ ქოცებმა სიები უნდა აღუდგინონ. სიმართლე გითხრათ, რაც მეტი პოლიტიკური არარაობა მოშორდება ველს და ჩაირეცხება ქოცებთან ერთად, უკეთესი ქართული პოლიტიკისთვის, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, კარგი და სასარგებლო პროცესია დაძრული.
„აშშ-ის პოზიციაზეა კითხვები:
მეგობრებო, თუ ყველა რუსული კანონი გააუქმეს (ფუნდამენტური ღირებულებების ფარგლებში); თუ ანტიამერიკული – ირანული, რუსული და ჩინური ქსელები გაანეიტრალეს (გარე გავლენების მიმართ მდგრადობის ფარგლებში); თუ ყველა პოლიტპატიმარი გამოუშვეს და პარტიების აკრძალვა უკან წაიღეს (ოპოზიციის ჩართულობის უზრუნველსაყოფად);
მერე მელაპარაკეთ თუ შეიძლება, ოპოზიციაზე – „ლელო“ აქამდეც შესული იქნებოდა პარლამენტში, უბრალოდ ქოცებმა სიები უნდა აღუდგინონ და, სიმართლე გითხრათ, რაც მეტი პოლიტიკური არარაობა მოშორდება ველს და ჩაირეცხება ქოცებთან ერთად, უკეთესი ქართული პოლიტიკისთვის.
კარგი და სასარგებლო პროცესია დაძრული, დაიკიდეთ ჩაფეხვილი „ლელო“ და მსგავსი ოპოზიცია.
ივანიშვილი ამ პროცესს ვერ აწევს – მაგრამ ფაფხურიც კი, ამ მიმართულებით – ჩამოაქცევს, როგორც სსრკ ჩამოაქცია პერესტროიკამ და წაყვნენ დებილი ოპოებიც. რა გენაღვლებათ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების 25-28 მაისის შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.
0
0