
პაატა ბურჭულაძეს ბევრი ეგზოტიკური აზრი აქვს. ძალიან მომწონს მისი სიმღერა, მაგრამ მისი პოლიტიკური აზროვნება ძალიან შორს არის იმ ხარისხისგან, რასაც ის, როგორც მსოფლიო ბანი გვთავაზობს. ამიტომ, მას შევთავაზებდი, გაჰყვეს თავის პროფესიას, არ უღალატოს, რადგან აქ არ გამოსდის ისე კარგად, როგორც თავის რეალურ პროფესიაში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომელმაც დააანონსა ეროვნული ყრილობა, რაც, მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს, მახაშვილის განმარტებით, პაატა ბურჭულაძის ინიციატივების შეფასება გაუჭირდება.
„სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაში ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი და ეგ მაგ ფლანგის წარმომადგენელია. ზუსტად ისე, როგორც ხაზარაძე ურტყამდა წიხლებს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას. ეს რყევები მიმდინარეობს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი გადაწყვეტს. „ლელომ“ შეარბილა თვითმმართველობასთან დაკავშირებით პოზიცია, რადგან ქართველი ხალხი მიაწვა და ზიანი დაინახა მამუკა ხაზარაძემ, რაც შეიძლება მიადგეს. ბურჭულაძეს არ აღიქვამენ ეგრე სერიოზულად, რომ მიაწვნენ. რა წუთშიც შეუქმნიან სალომე ზურაბიშვილს რეალურ პრობლემას, ბურჭულაძეს გაანეიტრალებს ისევ ქართველი ხალხი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
0