
მუცელი მეტკინა, ისე დავიქრინჯე. თაობის მამობა მოუნდა ახლა, ჰარამხანის მამობა არ ყოფნის, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„სააკაშვილს ვინმე თუ აუხსნის, რომ „მიშას თაობის“ წოდება ახალგაზრდა, დამოუკიდებელი, საკუთარი მშობლების გაზრდილი, თანამედროვე ადამიანებისთვის სასტიკად დამქრინჯველია და მორჩეს მამად ტენვას … საკუთარ შვილებს მიხედოს, დიდებული იქნება. მუცელი მეტკინა, ისე დავიქრინჯე – თაობის მამობა მოუნდა ახლა, ჰარამხანის მამობა არ ყოფნის“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა : „აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს კურსს უჭერს მხარს, არსებობს მიშას ახალი თაობა, თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის, მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი“.
0
0