
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან სანიკიძეს სამარცხვინო არარაობას უწოდებს.
ჩერგოლეიშვილი ლევან სანიკიძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც სანიკიძემ პარტიების აკრძალვის საკითხზე საუბრისას აღნიშნა: „როცა ოპოზიციურ პარტიებს არ აერთიანებთ ლხინი, იქნებ, ჭირმა გააერთიანოს. ეს იქნება საგარეო და საშინაო ფრონტზე შესაძლებლობა, თავიდან შეიქმნას სინერგია კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის“.
„ეს სამარცხვინო არარაობა, ეს ავტოკრატის შნირი, ლხინში ყოფილა აქამდე. არაფერი გაგვაერთიანებს სააკაშვილის რუსულ ავტოკრატიასთან – გელბახიანის, სარიშვილის, ახალაიების, ხაჭაპურიძის და გუბაზ სანიკიძის მოკავშირე პოლიტიკურ სამარეში ჩაიდება და ზედ ხორუმს ვიცეკვებ. ზუსტად ასე იქნება, როგორც ოთხი ოქტომბერი დასრულდა ზუსტად ისე, როგორც გაფრთხილებდით!“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
1
0