
ჩვენი ნაბიჯები უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რა საჭიროებებიც გვაქვს, ჩვენ გვაქვს პროტესტის გაფართოების საჭიროება, ინსტიტუტები მიტაცებულია და რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია, მხოლოდ ქუჩიდან მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიულ პარტიებს ქუჩაში კოორდინაცია სჭირდებათ.
„მომავალ მთავრობას ნამდვილად ქართველი ხალხი აირჩევს, ბიძინას კონტროლის გარეშე ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებში, მაგრამ ახლა რაც გვჭირდება, არის ქუჩაში კოორდინაცია და ამას დემოკრატიული პარტიები დიდი ხანია, ვაკეთებთ, უამრავი, სადღაც 10-მდე დიდი აქცია ჩავატარეთ. კოორდინაციაში ვართ ერთმანეთთან. არის ზურას პარტიაც, რომ ალტერნატიული შინაარსი დავანახოთ, თუ რა შინაარსს გულისხმობს ცვლილებები. ჩვენ, „ფედერალისტები“ ამიტომ ვვაპელირებთ მხოლოდ დემოკრატიულ პარტიებზე, რათა მოქალაქეებმა დაინახონ, რომ მომავალი მხოლოდ დემოკრატიულია და არა ავტოკრატიული. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ავტოკრატიული პარტიებისგან, როგორიცაა „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რეფორმირდნენ და თავიანთი პარტიების შიგნით დემოკრატიზაცია მოახდინონ, თუ დემოკრატიულ პარტიებთან თანამშრომლობა სურთ. ბიძინა ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი არჩევნები რომ ჩაინიშნება, ვინ რა კონფიგურაციით გავა ამაზე, მერე ვილაპარაკებთ. ახლა მთავარია კოორდინაცია ქუჩაში. რასაკვირველია, პრეზიდენტის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან მას შეუძლია, ამ ქვეყანას ტრანზიციის პერიოდში უხელმძღვანელოს და ეს როლი მას არასოდეს დაუკარგავს. „ფედერალისტები“ დღესაც ვფიქრობთ, რომ ის ამისთვის საუკეთესოდაა პოზიციონირებული. რაც შეეხება ციხიდან გამოსულ კაცზე, ვილაპარაკებთ, შეიძლება, რაღაც-რაღაცები არც იცოდა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, პარტიების ამოცანაა ქუჩაში პროტესტის გაძლიერება.
„ჩვენი ამოცანაა, ქუჩაში გავაძლიეროთ პროტესტი. ამას რა კონფიგურაციითაც უკეთ ვიზამთ, იმ კონფიგურაციით ვაკეთებთ. ჯერჯერობით, ჩვენი აქციები იქნება ეს, თუ ერთობლივი პროექტები, არის წარმატებული, ვთანამშრომლობთ, ვთანხმდებით იქ, სადაც ვთანხმდებით. სადაც ვერ ვთანხმდებით ვიყრებით, ტყუილად რაზე უნდა შევქმნათ ისეთი მოლოდინები, რომელთანაც შეიძლება, დავმარცხდეთ. აგერ რვა თვეა, წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, რაც წარმატებულია იმას უნდა მოვუფრთხილდეთ. არ არის აუცილებელი საკუთარ თავთან ბევრჯერ დამარცხება. აქეხან გამომდინარე, რასაც ვაკეთებთ ეს არის ძალიან წარმატებული მოდელი. დემოკრატიულ ერთობას ვუჭერთ მხარს, ამ საქმეში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ და თუ ავტოკრატიული ოპოზიციური ძალები გადაწყვეტენ, რომ თავიანთ თავში დემოკრატიული რეფორმები მოახდინონ, ნებისმიერი ერთობის კარი მათთვის ღია იქნება“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
0