
თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ვინც შეწყალებას ითხოვს, ყველას გაუშვებენ.
„მეგობრებო, აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს, ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს – თვეებია მაგას იხვეწება რეჟიმი, მოინანიეთ რომ გაგიშვათო.
ვერ დალაგდებიან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დასავლეთთან. დიდი ხანია მაგას ითხოვს რეჟიმი.
ცხადია, თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ – უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.
0
0