29/03/2023
13:36
პოლიტიკა
ნიკა მელიას აქვს სუს-ის სკოლა დამთავრებული, თამარ ჩარკვიანს კი, კონსერვატორია, ნიკა მელია არის მაგ სტრუქტურებიდან, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მუშაობდა სააღსრულებლო ბიუროში, რომ შედიან და სახლებიდან ხალხი გამოჰყავთ, იქ მუშაობდა, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, „ოლიგარქიულ სქემაში ჩაფლულმა ნიკანორ მელიამ, რომელმაც როდესაც მისი ლიდერი ციხეში კვდებოდა, გააჩერა პარტია“.
„ალბათ, საკუთარ თავზე საუბრობს ნიკანორ მელია. ოლიგარქიულ სქემაში ჩაფლულმა ნიკანორ მელიამ, რომელმაც როდესაც მისი ლიდერი ციხეში კვდებოდა, გააჩერა პარტია. ზუსტად იმ სქემის ნაწილია. კითხვებს რომ ვსვამდით, რატომ გააჩერა ამხელა „ნაციონალური მოძრაობა“. ვერავინ შემეწინააღმდეგება, რომ სტაგნაციური იყო მთელი „ნაციონალური მოძრაობა“. იგივე ხატია დეკანოიძე გუშინწინ წავიდა, რაღაც პრეტენზიები განაცხადა. გუშინწინ შეიტყო, რომ ვანო მერაბიშვილი იყო იმ პარტიის დამფუძნებელი, რომელშიც თვითონ იყო ფრაქციის ხელმძღვანელი? ხალხო, ასეთ ტყუილებს მე არ ვიტან და არც კი მგონია, რომ ვინმე იტანდეს საქართველოში. ასე რომ, ეს განცხადებები თავისთვის შეინახონ ორივემ, განსაკუთრებით, ნიკას ეხება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ამასთან, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მან ნიკა გილაურთან დაკავშირებული ინფორმაცია იმ მიზეზით გაავრცელა, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს.
„ჩვენი ინფორმაციით, გილაური აკეთებს პარტიას, მაგრამ რამდენად გილაურის პარტიაა, ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ეშმაკური, ცბიერი და გონივრული სქემა ჰქონდა მოფიქრებული ივანიშვილს. ყველა ფიქრობს ახლა გადარჩენაზე, ისიც. მომიტევეთ, ის ხუთი იდიოტი სახალხო, რომ დაირქვეს, ვერ მიხვდნენ, რომ პირველი, ვისაც გაწირავდა ივანიშვილი, ისინი იქნებოდნენ. ამან ახლა კიდევ თუ ფეიკპარტია უნდა გაგვიკეთოს, ისედაც მარწყვის საკრეფად გვიშვებს, მთელი საქართველო წავალთ. ცხადია, ასე ხდება, რადგან შეუძლებელია, ჩვენ ინფანტილურები და სულელები ვიყოთ, ვიფიქროთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყოფილ ნაცპრემიერს პასუხი არაფერზე ჰკითხა, კითხვა არ დაუსვა და პირდაპირ 240 მილიონი აჩუქა, ხოდა, ამ 240 მილიონს რომ გჩუქნის, იმიტომ ხარ ვალდებული მის წინაშე, რომ პარტია გააკეთო. მე იმიტომ გამომაქვს ეს ინფორმაცია, რომ ხალხმა იცოდეს, რადგან როცა შენ ამხელა ინფორმაცია გაქვს და არ აწვდი საზოგადოებას, ისეთი გაბინძურებული ხარ, როგორც იმ სქემის ავტორები არიან. თუ ივანიშვილს მაშინ ქველმოქმედ ივანიშვილად ვიცნობდით, მეც ისეთივე ერთ-ერთი რიგითი ვიყავი, როგორიც სხვა ქართველი, რადგან მე არც მისი პარტიის წევრი ვყოფილვარ და მით უფრო არც გუნდის წევრი. რიგითი ქართველი ვიყავი, რომელმაც ცვლილებას დავუჭირე მხარი. ძალიან დიდი შეცდომების ფონზე მოვიდა ივანიშვილი, ეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაავიწყდეს. ხალხმა ვიფიქრეთ, რომ ცვლილება და უკეთესობა იქნება. ამ კაცმა შემოგვთავაზა ყველაფერი უარესი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა 28 მარტს განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც წევრიანდება ნიკანორ მელია“.
0
0