26/10/2024
22:00
არჩევნები 2024
დღეს პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
კალანდარიშვილის თქმით, არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.
“დღეს პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა.
არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და მითუმეტეს შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია.
ამომრჩეველთა აქტივობამ და ის ფაქტი,მ რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე, ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს”, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
0
0