თაკო მიიჩნევს, რომ ის არის რევოლუციის დედოფალი - გია ვოლსკი თაკო ჩარკვიანზე
A-
+A

ვერ გეტყვით, რა ურთიერთობა აქვთ ნიკანორ მელიას და თაკო ჩარკვიანს - ისინი მიიჩნევენ, რომ ამას თავი არ უნდა გაუყადრონ, ხოლო თაკო მიიჩნევს, რომ ის არის რევოლუციის დედოფალი, წინამძღოლი და ბარიკადებზე ის უნდა იდგეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა და აქვე დასძინა, რომ „ალბათ ჩარკვიანს საკუთარ თავზე რაღაც ილუზიები და წარმოდგენები აქვს".
ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ოპოზიციის ამ ნაწილის მიერ პოლიტიკურ ველზე არაჯანსაღი სიტუაციაა შემოტანილი, რაც მათ შორის პირად ურთიერთობებს ეხება".
„საერთოდ, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ის ჯორჯ ვაშინგტონის, დავით აღმაშენებლის ტოლფასია, რეგიონალური ლიდერია, გიორგი სააკაძის ტოლფასი მხედართმთავარია და ამაზე ღიად საუბრობს. თუ აღნიშნულ საკითხზე მეორე ლიდერს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, რომ არა პოლიტიკურ ველზე შექმნილი სიტუაცია. სიტუაცია კი საკმაოდ რთულია", - განაცხდა გია ვოლსკიმ.
0
0
19010
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%