04/08/2023
21:08
პოლიტიკა
დღეს, 4 აგვისტოს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია „სოლიდარობა რაჭას“ გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ ლოზუნგებით: „კორუფცია კლავს“ და „გაიღვიძე ხელისუფლებავ“.
შეკრებას ორგანიზება პარტია „კანონის და სამართლის ლიდერმა“ თაკო ჩარკვიანმა გაუწია.
„ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს ამ უბედურებას. ჯოჯოხეთში ვართ მთელი ქვეყანა. არ ვიცი, როდემდე შეიძლება ეს ბინძური კორუფციის ჭაობი გაგრძელდეს. გუშინ მოსახლეობა ეძებდა ელემენტარულ პროჟექტორს, გარდა იმ ვერტმფრენის განათებისა. მთელი ღამე შეწყდა მუშაობა და ამ დროს, მიწის ქვეშ ხალხი იყო. განა ხელისუფლებას იმიტომ ვეჩხუბებით, რომ სტიქია მოხდა. ჯერ ეს ერთი, იმიტომაც, რომ აშენების უფლებას აძლევენ ისეთ ზონაში, რომელსაც დამეწყრავს. მეორე, შეძენილი აქვთ ისეთი ვერტმფრენები, რომლებმაც ღამე ვერ იმუშავეს“, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში აქცია დილიდან დააანონსა.
0
0