
ამ ყაველაშვილისთვის სევდა სამშობლოსი მაინც სხვაა აი დაახლოებით ასეა :”იგი სხვაა სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი ” – ასე ეხმაურება პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გამოქვეყნებულ ღია წერილს.
“ჰე ჩემო ესე უსტარი , არს ჩემგან ნამოღვაწები, ტანი კალმად მაქვს , კალამი ნაღველსა ამონაწები” …..ეს უსტარი ნესტანის ხომ არ გგონიათ???😂😀არაა, ამერიკის ” საქციელის “გამო დანაღვლიანებული ( როგორც თავად წერს ამ წერილში ფეხბურთელი) “აწ” დეპუტატ ყაველაშვილის არის, “კალამი ნაღველსა ამონაწებიო”, თურმე დარდობს კაცი-დეპუტატი: ამერიკას ომი უნდა საქართველოშიო . ამ ყაველაშვილისთვის სევდა სამშობლოსი მაინც სხვაა აი დაახლოებით ასეა :”იგი სხვაა სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი “. ეჰ ამ ზოგიერთი პოლიტიკანის შემხედვარე კი იფიქრებს კაცი, რომ არანაირი “მზღვარი” 😊ანუ ზღვარი აღარ უდევს “პოლიტიკურ სიძვასა” და ” ღირსებას”, ისე აზილეს ყველაფერი ….,,აი ზუსტად ისე, როგორც რუსთაველი იტყოდა: “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების”😂🙏🥲
ახლა მხოლოდ უფალი, ან თავად რუსთაველი , ან ისევ ხალხი თუ გაარკვევს ვინ “ვარდია” და ვინ “ნეხვი”…….. – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
0
0