24/03/2022
21:32
პოლიტიკა
“გრიგოლ ვაშაძე! გონიერო, მიხარია, რომ არ ვცდები შენში. ზუსტად ვიცი, რასაც აკეთებ. დიახ საპრეზიდენტო არჩევნებში მესმის რატომ გქონდა ამხელა ნდობა ხალხისგან!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ სანამ სააკაშვილი ციხეშია, პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება:
“სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება და ვერ ჩამოყალიბდება ის ეროვნული ერთობა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ კარს მომდგარ გამოწვევას გავუმკლავდეთ. უკრაინის ომი პირდაპირ აისახება საქართველოზე, პოზიტიური და ნეგატიური შედეგებით. სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება საპყრობილეში, მორალური უფლება არ გვაქვს არავის მივიღოთ მონაწილეობა პოზიტიურ ძვრებში,” – თქვა ვაშაძემ.
რამდენიმე დღით ადრე კი მან უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან და იქ მიმდინარე ომზე “ქართული ოცნების” მოქმედებებთან დაკავშირებით თქვა: ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება
0
0