
„გოგონების სკოლის დაბომბვა, რომელიც ირანის სამხედრო-საზღვაო ბაზის მეზობლად მდებარეობდა და სადაც, სავარაუდოდ, სწორედ იმ მეზღვაურების შვილები სწავლობდნენ. მეზღვაურების ქალიშვილები. იმედი მაქვს, ეს ტრაგიკული შემთხვევითობა იყო. თუმცა, სკოლაზე დარტყმა ორჯერ განხორციელდა, 40-წუთიანი ინტერვალით. ეს ჰგავს განზრახ ტაქტიკას: ჯერ ვბომბავთ სკოლას, შემდეგ კი მათ, ვინც დაზარალებულების დასახმარებლად გამოიქცევა.- განაცხადა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა, რომელმაც ამ საქმის გამოძიება მოითხოვა.
"ჩვენ, როგორც ამერიკელებს, უნდა გვჯეროდეს, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევითობა იყო. თუმცა, ამაში ჯერ კიდევ საჭიროა დავრწმუნდეთ, რადგან, თუ ჩვენ მოულოდნელად გავაცნობიერებთ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ნორმალურად მიიჩნევს არა მხოლოდ მოწინააღმდეგის ჯარისკაცების, არამედ მათი მცირეწლოვანი ქალიშვილების მკვლელობასაც... ასეთი ქვეყანა არ ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო.“- თქვა ტაკერ კარლსონმა.
0
0