27/04/2023
17:18
მსოფლიო
Fox News-ის ყოფილი წამყვანი და პოლიტიკური კომენტატორი, ტაკერ კარლსონი, 26 აპრილს პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც, მიმდინარე კვირაში, ტელეკომპანია მოულოდნელად დატოვა.
„პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა დონორებმა მიაღწიეს კონსენსუსს იმის შესახებ, თუ რა სარგებელს მიიღებენ ისინი. მხარეები ფარულად თანხმდებიან, რომ შეწყდეს ამ თემის განხილვა.
სამწუხაროდ, შეერთებული შტატები ძალიან ემსგავსება ერთპარტიული სისტემის სახელმწიფოს. სადღა იპოვით ამერიკელებს, რომლებიც სიმართლეს ამბობენ? შესაძლოა ასეთი მხოლოდ რამდენიმე არსებობს,“ - თქვა კარლსონმა ორწუთიან ვიდეომიმართვაში სახელწოდებით "დროებით". კარლსონმა არ დააკონკრეტა, რა იქნება მისი მორიგი ნაბიჯი.
როგორც ცნობილია, Fox News-მა და აშშ-ის საარჩევნო სისტემა Dominion-მა შეთანხმებას მიაღწიეს სარჩელის თაობაზე, რომელშიც Dominion-ი ამტკიცებდა, რომ Fox News-მა მის ბიზნესს ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ზიანი მიაყენა.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერები, მათ შორის, Fox News-ის ეთერში, Dominion-ს არჩევნების შედეგების შეცვლასა და მის გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.
Dominion-ის ადვოკატები სასამართლო დოკუმენტებში ციტირებდნენ კარლსონის სიტყვებს, რომლის მიხედვით, მისი გადაცემა ცილისმწამებლურ გზავნილებს შეიცავდა.
ტაკერ კარლსონის წინააღმდეგ ასევე სარჩელი შეიტანა მისი საავტორო გადაცემის („Tucker Carlson Tonight“) ყოფილმა პროდიუსერმა ები გროსბერგმა, რომელმაც თქვა, რომ Fox-მა Dominion-ის საქმესთან დაკავშირებით მას ჩვენების მიცემა აიძულა. გასულ თვეში, გროსბერგმა იურისტები, ყალბი ჩვენების მიცემის მიზნით, მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა. Fox-მა გროსბერგი სამსახურიდან გაათავისუფლა იმ მიზეზით, რომ მის მიერ წარდგენილი სარჩელი „Fox-ისა და კომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ ყალბ ბრალდებებს შეიცავს“.
0
0