26/12/2023
18:36
მსოფლიო
ტაივანმა მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან ასარიდებლად რუსეთისთვის და მისი მოკავშირე ბალარუსისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.
სანქცირებული პროდუქტების გაფართოებულ სიაში შედის ნახევარგამტარების დასამზადებლად საჭირო მოწყობილობები, რომელთა წარმოებაშიც ტაივანი მსოფლიო ლიდერია, ასევე გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.
სანქციების ამ პაკეტის გამოცხადებისას ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი "საერთაშორისო თანამშრომლობის დაკმაყოფილებისა და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად" გადაიდგა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ახალი სანქციები შეესაბამება ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ უკვე გამოცხადებულ სანქციებსაც.
რუსეთის პირისპირ უკრაინის წინააღმდეგობამ ტაივანში საზოგადოების ფართო მოწონება დაიმსახურა, რადგან კუნძულზე ორი ქვეყნის დაპირისპირება ჩინეთსა და ტაივანს შორის შესაძლო კონფლიქტის პარალელად აღიქმება. ტაიპეიმ რუსეთს სანქციები ომის პირველივე დღეებში დაუწესა.
0
0