22/01/2025
12:25
მსოფლიო
ტაილანდში, ასობით ერთსქესიანი წყვილი ქორწინებისთვის ემზადება, რადგან ქვეყნის პარლამენტმა ლგბტ პირთა დაქორწინების თანასწორობის შესახებ კანონი მიიღო.
„ტაილანდი შეიძლება მოდელი გახდეს მსოფლიოსთვის, რადგან აქ ქორწინების თანასწორობას კანონი უზრუნველყოფს, ”- თქვა ტაილანდის Rainbow Sky ასოციაციის პრეზიდენტმა კიტინუნ დარამადჰაიმ.
კანონმდებლობის თანახმად, ერთსქესიან წყვილებს შეეძლებათ დაარეგისტრირონ თავიანთი ქორწინება სრული იურიდიული, ფინანსური და სამედიცინო უფლებებით, ასევე მათ მიენიჭათ სამართლებრივი შვილის აყვანისა და მემკვიდრეობის მიღების უფლება.
პრემიერ-მინისტრმა პაეტონგტარნ შინავატრამ სამთავრობო დაწესებულებებში გამართულ ღონისძიებებზე ათობით ლგბტ წყვილი და აქტივისტი მიიწვია. მისი თქმით, ”ეს მეტყველებს იმაზე, რომ ტაილანდი მზადაა მიიღოს მრავალფეროვნება და სიყვარული მისი ყველა ფორმით.’’
როგორც Bangkok Pride იუწყება, დედაქალაქ ბანგკოკის პოპულარულ სავაჭრო ცენტრში, მინიმუმ, ორასი წყვილი დარეგისტრირდა ქორწინებისთვის. Bangkok Pride, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორია. ბანგკოკის ცენტრში, ახალდაქორწინებულთა მისასალმებელ ღონისძიებაზე ცისარტყელას ფერების დროშები აღიმართება, „სიამაყის ხალიჩა“ გაიშლება და ცნობილი ადამიანები წარმოდგენებს გამართავენ.
ტაივანისა და ნეპალის შემდეგ, ტაილანდი აზიის მესამე ქვეყანაა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება აღიარა.
0
0