05/09/2023
20:37
მსოფლიო
COVID-19-ის ანტივირუსული პრეპარატის Favipiravir-ის მიღების შედეგად, 6 თვის ბიჭს თვალის ფერი შეეცვალა - მისი თვალის ფერი ყავისფერი იყო, რომელიც ცისფრად შეეცვალა.
ამის შესახებ Live Science-ი სამეცნიერო ჟურნალ Frontiers-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.
შემთხვევა ტაილანდში დაფიქსირდა. ბავშვი საავადმყოფოში სიცხითა და ხველებით გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს, მას ფავიპირავირის ტაბლეტები და ამ პრეპარატის შემცველი სიროფი მისცეს.
წამლის მიღებიდან 18 საათის შემდეგ, ბიჭის დედამ შეამჩნია, რომ მის შვილს თვალის ფერი ეცვლა და მანამდე ყავისფერი ლურჯი გახდა. ბავშვის გასინჯვისას ექიმებმა ორივე რქოვანაზე ლურჯი პიგმენტის დაგროვება დააფიქსირეს.
ბავშვი სამი დღის განმავლობაში იღებდა „ფავიპირავირს“, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა უცნაური გვერდითი ეფექტის გამო, ექიმმა შეზღუდა პრეპარატის გამოყენება.
მკურნალობის შეწყვეტიდან ხუთი დღის შემდეგ ბიჭს თვალები ისევ ყავისფერი გახდა.
„ჩვეულებრივ, თვალის ფერს განსაზღვრავს ირისი და არა რქოვანა და პიგმენტის რაოდენობა, რომელიც დაბადებიდან არის ირისში“, განუმარტა გამოცემას ბრიტანელმა ოფთალმოლოგმა ვიკ შარმამ.
ამიტომ, მისი თქმით, თვალის ფერის შეცვლა დროებითი იყო.
გამოცემის თანახმად, ლაბორატორიამ შემდგომში აღმოაჩინა, რომ ფავიპირავირის ტაბლეტები ანათებენ ულტრაიისფერი შუქის ქვეშ.
0
0